"ნატო აღმოსავლეთ ევროპაში პოზიციების გასაძლიერებლად უფრო გრძელვადიანი სამხედრო წარმოდგენილობის საკითხს განიხილავს"
07/02/2022 16:44:27 მსოფლიო
ნატო აღმოსავლეთ ევროპაში პოზიციების გასაძლიერებლად უფრო გრძელვადიანი სამხედრო წარმოდგენილობის საკითხს განიხილავს. ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდასთან ერთად გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.
"ამ თემაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის, მაგრამ ახლა ნატო-ში ეს პროცესი მიმდინარეობს. თუ რუსეთს ნამდვილად სურს ნაკლები ნატო მის საზღვრებთან ახლოს, ის ამის საპირისპიროს მიიღებს", – განაცხადა სტოლტენბერგმა.
ხსენებულ საკითხს ნატო–ს თავდაცვის მინისტრები სავარაუდოდ, 16-17 თებერვლისთვის დაგეგმილ შეხვედრაზე განიხილავენ.


