Accentnews.ge
ლატვიის თავდაცვის მინისტრი: "უკრაინის საზღვრთან თავმოყრილი რუსული ძალებიდან ბევრი ადამიანია კოვიდ–ინფიცირებული"

ლატვიის თავდაცვის მინისტრი: "უკრაინის საზღვრთან თავმოყრილი რუსული ძალებიდან ბევრი ადამიანია კოვიდ–ინფიცირებული"

07/02/2022 15:54:11 მსოფლიო

ლატვიის თავდაცვის მინისტრი არტის პაბრიკსი აცხადებს, რომ უკრაინის საზღვრთან თავმოყრილი რუსული ძალები არასახარბიელო პირობებში არიან. ამის შესახებ მან აშშ-ის კვლევითი ცენტრის „გერმანიის მარშალის ფონდის“ მიერ ორგანიზებულ ონლაინ ღონისძიებაზე განაცხადა.

მისი თქმით, შექმნილი არასახარბიელო ვითარება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მალე აიძულებს მიიღოს უკრაინის საზღვრის მიმდებარე ტერიტორიიდან ძალების გაყვანის, ან უკრაინაში შეჭრის გადაწყვეტილება.

"ვიღებთ ინფორმაციას, რომლის თანახმად, საზღვართან რუსი ჯარისკაცებისთვის არც ისე სახარბიელო პირობებია აქაურ ჩვენს ყაზარმებთან ან თქვენს ყაზარმებთან შედარებით აშშ-ში. გარდა ამისა, გვაქვს ცნობები, რომ ბევრი ადამიანია დაავადებული კორონავირუსით. პუტინი იძულებული იქნება იმოქმედოს", – განაცხადა ლატვიის თავდაცვის მინისტრმა.

ცნობისთვის: უკრაინის ირგვლივ ვითარება უკიდურესად დაძაბულია. მისი საზღვრის სიახლოვეს რუსული ძალების თავმოყრა კვლავ გრძელდება. დასავლეთში შიშობენ, რომ რუსეთი უკრაინაზე მორიგი სამხედრო აგრესიისთვის ემზადება. კრემლი ბრალდებას უარყოფს და დესტაბილიზაციაში უკრაინის ხელისუფლებას და მის დასავლელ პარტნიორებს ადანაშაულებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S