
ელიავას ბაზრობაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდრებულია
07/02/2022 12:40:39 საზოგადოება
ელიავას ბაზრობაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდრებულია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლის ოთარ კერესელიძის თქმით, ცეცხლი ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში, სასაწყობე ფართში გაჩნდა და დაახლოებით, 1 000 - 1 500 კვადრატულ მეტრზე გავრცელდა.
"ამ დროისთვის მიმდინარეობს მხრჩოლავი კერების დამუშავება. მოხდა ხანძრის მალევე ლოკალიზება. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში არ შემოსულა", - აცხადებს კერესელიძე.