ლუკაშენკო: "უკრაინის შემოტევისას ბელარუსი მოიქცევა ზუსტად ისე, როგორც რუსეთი"
07/02/2022 10:20:00 მსოფლიო
ბელარუსის ავტორიტარული ლიდერი ალექსანდრე ლუკაშენკო აცხადებს, რომ დონბასში სეპარატისტებზე უკრაინის არმიის ჰიპოთეტური შეტევის შემთხვევაში ბელარუსული ჯარი მოიქცევა "ზუსტად ისევე, როგორც რუსული».
რუს ტელეწამყვან ვლადიმირ სოლოვიოვის დამაზუსტებელ კითხვას, "ანუ, ეს ერთობლივი მოქმედება იქნება?", ლუკაშენკომ უპასუხა «რა თქმა უნდა». მას პირდაპირ არ უთქვამს, რომ ბელარუსი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთთან ერთობლივად იომებს, თუმცა კონტექსტი მსგავსი ვარაუდის საფუძველს იძლევა.
"ჩვენ რა, აქ ვხუმრობთ?" - განაცხადა ლუკაშენკომ ბელარუსში, უკრაინასთან საზღვრის სიახლოვეს რუსული ჯარის განთავსების საკითხზე საუბრისას.
ცნობისთვის: ოფიციალურად მინსკი და მოსკოვი აცხადებენ, რომ სამხედროები საზღვართან 10-20 თებერვლისთვის დაგეგმილი ერთობლივი წვრთნების ჩასატარებლად გროვდებიან.


