უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: "მტერს უნდა ეშინოდეს ჩვენი და არა ჩვენ მისი"
07/02/2022 07:47:49 მსოფლიო
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება აცხადებს, რომ უკრაინა ნებისმიერი სცენარისთვის მზადაა.
"არ დაუჯეროთ აპოკალიფსურ პროგნოზებს. სხვადასხვა დედაქალაქს სხვადასხვა სცენარი აქვს, თუმცა უკრაინა მოვლენების ნებისმიერი განვითარებისთვის მზადაა. დღეს უკრაინას ყავს ძლიერი ჯარი, უპრეცედენტო საერთაშორისო მხარდაჭერა და უკრაინელების რწმენა თავიანთი ქვეყნისადმი. მტერს უნდა ეშინოდეს ჩვენი და არა ჩვენ მისი", - წერს დმიტრო კულება სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის: უკრაინის ირგვლივ ვითარება უკიდურესად დაძაბულია. მისი საზღვრის სიახლოვეს რუსული ძალების თავმოყრა კვლავ გრძელდება. დასავლეთში შიშობენ, რომ რუსეთი უკრაინაზე მორიგი სამხედრო აგრესიისთვის ემზადება. კრემლი ბრალდებას უარყოფს და დესტაბილიზაციაში უკრაინის ხელისუფლებას და მის დასავლელ პარტნიორებს ადანაშაულებს.


