Accentnews.ge
თბილისი და 2 რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

თბილისი და 2 რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

07/02/2022 07:39:47 საზოგადოება

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 11 235 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 34 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 17 130 პირი.

  • ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 33 905 კვლევა ტესტით, მათ შორის 20 924 კვლევა ანტიგენის ტესტით და 12 981 PCR ტესტით.
  • დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 33.14%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 27.37% ხოლო 7 დღის მანძილზე - 30.99%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 11 235 ახალი შემთხვევიდან:

  • თბილისში გამოვლენილია 6 133 შემთხვევა,
  • აჭარა - 1 139,
  • იმერეთი - 1 376,
  • ქვემო ქართლი - 628,
  • შიდა ქართლი - 563,
  • გურია - 184,
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 500,
  • კახეთი - 344,
  • მცხეთა-მთიანეთი - 157,
  • სამცხე-ჯავახეთი - 194,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 17.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 204 345 საიდანაც: 5 947 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 426, აჭარაში - 773, იმერეთში - 1 253.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 175 პირი, მათ შორის, თბილისში - 453, აჭარაში - 154, იმერეთში - 361. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 278 პირი, მათგან თბილისში - 156, აჭარაში - 45, იმერეთში - 30. 1 926 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 187 - თბილისში, 526 - აჭარაში. 196 472 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 42 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 39, ხოლო აჭარაში - 3.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S