Accentnews.ge
„თელასი“ იმ მომხმარებლებს მიმართავს, რომელთაც მრიცხველის ჩვენებასთან აქვთ პრეტენზია

„თელასი“ იმ მომხმარებლებს მიმართავს, რომელთაც მრიცხველის ჩვენებასთან აქვთ პრეტენზია

07/02/2022 07:26:53 საზოგადოება

„თელასი“ იმ მომხმარებლებს მიმართავს, რომელთაც მრიცხველის ჩვენებასთან აქვთ პრეტენზია.

"მომხმარებლებს, რომელთაც მრიცხველის ჩვენებასთან, მოხმარებულ კილოვატსაათებთან დაკავშირებით პრეტენზია აქვთ, კომპანია „თელასს“ შესაბამისი განცხადებით მიმართონ. განცხადება უმოკლეს ვადებში იქნება განხილული. იმ შემთხვევაში თუ მონაცემების შესწავლის პროცესში გამოიკვეთა ტექნური მიზეზით გამოწვეული უზუსტობა, აღნიშნული დაუყონებლივ გასწორდება და ინფორმაცია აბონენტს მიეწოდება.

მომხმარებლებს შეუძლიათ მოგვაწოდონ ინფორმაცია: „თელასი“-ს ვებ-გვერდის ონლაინ ჩატის ( www.telasi.ge ) და facebook-გვერდის პირადი შეტყობინების (ს.ს თელასი - ოფიციალური გვერდი) საშუალებით; ელექტრონული ფოსტით telasi@telasi.ge ან დარეკონ კომპანიის call-ცენტრში (2 77-99-99)“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S