
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 34 პაციენტი გარდაიცვალა
07/02/2022 06:54:31 საზოგადოება
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 11 235 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 34 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 17 130 პირი.
გუშინ ჩატარდა 33 905 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 20 924, „პისიარ“ ტესტით – 12 981.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 33,14%, ბოლო 14 დღის – 27,37%, ბოლო 7 დღის – 30,99%.
- საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 325 838 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 106 221 პირი გამოჯანმრთელდა, 15 246 გარდაიცვალა.
- სულ ჩატარდა 2 751 192 აცრა, დღიურად აცრილია 722 პირი.