Accentnews.ge
საპროტესტო გამოსვლების გამო კანადის დედაქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

საპროტესტო გამოსვლების გამო კანადის დედაქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

07/02/2022 06:26:09 მსოფლიო

კანადის დედაქალაქ ოტავაში „კოვიდ-19“-თან დაკავშირებული შეზღუდვების მოწინააღმდეგეთა აქციების გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

პანდემიასთან ბრძოლის სახელმწიფო პოლიტიკა სატვირთო ავტომანქანების მძღოლებმა გააპროტესტეს. ოტავის ცენტრში თავმოყრილია ხუთასამდე სატვირთო ავტომანქანა. მძღოლებმა ე.წ. წითელ ზონაში სხვადასხვა კონსტრუქცია აღმართეს, საველე სამზარეულო გახსნეს და სურსათი და გაზი მოიმარაგეს.

ოტავის მერმა ჯიმ უოტსონმა ტელეკომპანია CBC-ს განუცხადა, რომ ქალაქში ასეთი სერიოზული საგანგებო სიტუაცია არასდროს ყოფილა. პოლიციამ ქალაქის მცხოვრებნი გააფრთხილა, რომ დააჯარიმებს, ან დააკავებს ყველას, ვინც აქციის მონაწილეებს საწვავით მოამარაგებს.

ოტავის ცენტრში მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეთა ინფორმაციით, პოლიციამ სატვირთო ავტომანქანებისთვის განკუთვნილი საწვავიც ჩამოართვა. აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ არ დაიშლებიან, სანამ კანადის მთავრობა არ გააუქმებს კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებულ ყველა შეზღუდვას.

პოლიციის განცხადებით, გუშინ 7 პირი დააკავეს და სისხლის სამართლის 60 საქმე აღიძრა ხულიგნობის, ქურდობის და სხვისი ქონების დაზიანების ფაქტებზე.

შორეული მარშრუტების სატვირთო ავტომანქანების მძღოლების საპროტესტო აქცია იანვრის ბოლოს დაიწყო მას შემდეგ, რაც კანადის მთავრობამ სავალდებულო გახადა ვაქცინაცია მძღოლებისთვის, რომლებიც საზღვარს კვეთენ. მოგვიანებით, აქციას შეუერთდნენ ზოგადად, შეზღუდვების მოწინააღმდეგე სხვა მოქალაქეებიც.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S