Accentnews.ge
"ომიკრონის" გავრცელების გამო ჩინეთმა „ლოქდაუნი“ რიგით მესამე ქალაქში გამოცხადდა

"ომიკრონის" გავრცელების გამო ჩინეთმა „ლოქდაუნი“ რიგით მესამე ქალაქში გამოცხადდა

07/02/2022 06:19:50 მსოფლიო

ჩინეთის ქალაქ ბეისში, "ომიკრონით" ინფიცირების 100-მდე შემთხვევის გამოვლენის გამო, „ლოქდაუნი“ გამოცხადდა.

გუანსი-ჯუანის პროვინციაში მდებარე ქალაქში, სადაც დაახლოებით 3.6 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ყველა მოქალაქეს სახლში დარჩენისკენ მოუწოდეს, აიკრძალა მგზავრობა ქალაქში და ქალაქიდან გასვლა.

ბეისი რიგით მესამე ქალაქია, რომელიც ბოლო ორი თვის განმავლობაში იზოლაციაში მოექცა. დეკემბრის ბოლოს ჩინეთის ხელისუფლება „ლოქდაუნი“ ქალაქ სიანში, იანვრის შუა რიცხვებში კი ანიანში გამოაცხადა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S