Accentnews.ge
რუსეთში გამგზავრებამდე მაკრონი ბაიდენს ესაუბრა

რუსეთში გამგზავრებამდე მაკრონი ბაიდენს ესაუბრა

07/02/2022 05:50:47 მსოფლიო

რუსეთში გამგზავრებამდე საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და ამერიკელ კოლეგა ჯო ბაიდენს ესაუბრა.

თეთრი სახლის ინფორმაციით, სატელეფონო საუბრისას ლიდერებმა იმსჯელეს უკრაინის საზღვრებთან რუსული ძალების თავმოყრის პასუხად მიმდინარე დიპლომატიურ და შეკავების ძალისხმევაზე და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურეს.

"პრეზიდენტები შეთანხმდნენ, რომ მათი გუნდები კავშირზე დარჩებიან და გაგრძელდება კონსულტაციები მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, მათ შორის უკრაინასთან", – აცხადებენ თეთრ სახლში.

დღეს ემანუელ მაკრონი მოსკოვს ეწვევა, ხვალ კი, კიევში გაემგზავრება. საფრანგეთის მთავრობის განცხადებით, ორივე ვიზიტის მიზანი მოლაპარაკების გზით უკრაინის გარშემო კონფლიქტის დეესკალაციაა.

ცნობისთვის: უკრაინის ირგვლივ ვითარება უკიდურესად დაძაბულია. მისი საზღვრის სიახლოვეს რუსული ძალების თავმოყრა კვლავ გრძელდება. დასავლეთში შიშობენ, რომ რუსეთი უკრაინაზე მორიგი სამხედრო აგრესიისთვის ემზადება. კრემლი ბრალდებას უარყოფს და დესტაბილიზაციაში უკრაინის ხელისუფლებას და მის დასავლელ პარტნიორებს ადანაშაულებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S