Accentnews.ge
გერმანიის შემდეგ აშშ–მა ჯარისკაცები პოლონეთშიც გაგზავნა

გერმანიის შემდეგ აშშ–მა ჯარისკაცები პოლონეთშიც გაგზავნა

05/02/2022 13:45:20 მსოფლიო

უკრაინის საზღვართან რუსული სამხედრო ძალების თავმოყრის ფონზე შეერთებულმა შტატებმა პოლონეთში ჯარისკაცები გაგზავნა. ქვეყანაში აშშ-ის პირველი კონტინგენტი ცოტა ხნის წინ ჩავიდა.

პენტაგონის ცნობით, პოლონეთში 1700 ამერიკელი ჯარისკაცი განთავსდება.

გუშინ აშშ–მა გერმანიაში 300 ჯარისკაცი გაგზავნა.

„მე-18 საჰაერო სადესანტო კორპუსის" ჯარისკაცები ქალაქ ვისბადენში გუშინ ჩავიდნენ. ისინი გერმანიაში შტაბ-ბინას შექმნიან, რათა მხარი დაუჭირონ საჰაერო სადესანტო დივიზიის 1700 ჯარისკაცს, რომლებიც პოლონეთში განლაგდებიან", – აცხადებენ აშშ-ის ევროპულ სარდლობაში.

აშშ ევროპაში აღმოსავლეთ ფლანგის გასაძლიერებლად 3 000 ამერიკელ ჯარისკაცს გზავნის. 2 000 სამხედრო გერმანიასა და პოლონეთში, ხოლო 1 000 სამხედრო რუმინეთში განთავსდება.

ცნობისთვის: უკრაინის ირგვლივ ვითარება უკიდურესად დაძაბულია. მისი საზღვრის სიახლოვეს რუსული ძალების თავმოყრა კვლავ გრძელდება. დასავლეთში შიშობენ, რომ რუსეთი უკრაინაზე მორიგი სამხედრო აგრესიისთვის ემზადება. კრემლი ბრალდებას უარყოფს და დესტაბილიზაციაში უკრაინის ხელისუფლებას და მის დასავლელ პარტნიორებს ადანაშაულებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S