Accentnews.ge
ერდოღანს კორონავირუსი დაუდასტურდა

ერდოღანს კორონავირუსი დაუდასტურდა

05/02/2022 13:38:22 მსოფლიო

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

ერდოღანის თქმით, მას და მის მეუღლეს ვირუსის მსუბუქი სიმპტომები აღენიშნებათ.

„კოვიდ-19“-ის ტესტი, რომელიც მე და ჩემმა მეუღლემ მსუბუქი სიმპტომების გამოვლენის შემდეგ ავიღეთ, დადებითი აღმოჩნდა. საბედნიეროდ, დაავადება, რომელიც, როგორც შევიტყეთ, არის „ომიკრონი“, მსუბუქად მიმდინარეობს. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას სახლიდან“, – აცხადებს თურქეთის პრეზიდენტი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S