
თბილისი და 2 რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა
05/02/2022 06:56:46 საზოგადოება
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 23 134 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 17 594 ადამიანი, გარდაიცვალა 33 პაციენტი.
- ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 76 205 კვლევა ტესტით, მათ შორის 48 711 კვლევა ანტიგენის ტესტით და 27 494 PCR ტესტით.
- დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 30.36%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 26.16% ხოლო 7 დღის მანძილზე - 29.28%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 23 134 ახალი შემთხვევიდან:
- თბილისში გამოვლენილია 10 667 შემთხვევა,
- აჭარა - 2 207,
- იმერეთი - 3 566,
- ქვემო ქართლი - 1 379,
- შიდა ქართლი - 1 050,
- გურია - 572,
- სამეგრელო - ზემო სვანეთი - 1 611,
- კახეთი - 1 014,
- მცხეთა-მთიანეთი - 497,
- სამცხე-ჯავახეთი - 449,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 122.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 208 745 საიდანაც:
5 840 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 347, აჭარაში - 813, იმერეთში - 1 234.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 151 პირი, მათ შორის, თბილისში - 450, აჭარაში - 146, იმერეთში - 361. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 278 პირი, მათგან თბილისში - 159, აჭარაში - 44, იმერეთში - 27.
1 954 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 203 - თბილისში, 549 - აჭარაში.
200 951 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 51 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 48, ხოლო აჭარაში - 3.