Accentnews.ge
უკრაინის საზღვართან რუსული სამხედრო ძალების თავმოყრის ფონზე აშშ–მა გერმანიაში ჯარისკაცები გაგზავნა

უკრაინის საზღვართან რუსული სამხედრო ძალების თავმოყრის ფონზე აშშ–მა გერმანიაში ჯარისკაცები გაგზავნა

04/02/2022 19:08:20 მსოფლიო

უკრაინის საზღვართან რუსული სამხედრო ძალების თავმოყრის ფონზე აშშ–მა გერმანიაში 300 ჯარისკაცი გაგზავნა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის ევროპული სარდლობა ავრცელებს.

„მე-18 საჰაერო სადესანტო კორპუსის" ჯარისკაცები დღეს ქალაქ ვისბადენში ჩავიდნენ. ისინი გერმანიაში შტაბ-ბინას შექმნიან, რათა მხარი დაუჭირონ საჰაერო სადესანტო დივიზიის 1700 ჯარისკაცს, რომლებიც პოლონეთში განლაგდებიან", – აცხადებენ აშშ-ის ევროპულ სარდლობაში.

პენტაგონის ცნობით, აშშ ევროპაში აღმოსავლეთ ფლანგის გასაძლიერებლად 3 000 ამერიკელ ჯარისკაცს გზავნის. 2 000 სამხედრო გერმანიასა და პოლონეთში, ხოლო 1 000 სამხედრო რუმინეთში განთავსდება.

ცნობისთვის: უკრაინის ირგვლივ ვითარება უკიდურესად დაძაბულია. მისი საზღვრის სიახლოვეს რუსული ძალების თავმოყრა კვლავ გრძელდება. დასავლეთში შიშობენ, რომ რუსეთი უკრაინაზე მორიგი სამხედრო აგრესიისთვის ემზადება. კრემლი ბრალდებას უარყოფს და დესტაბილიზაციაში უკრაინის ხელისუფლებას და მის დასავლელ პარტნიორებს ადანაშაულებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S