Accentnews.ge
მუზეუმებში მკვლევრების დაშვების საკითხს კულტურის სამინისტრო გააკონტროლებს

მუზეუმებში მკვლევრების დაშვების საკითხს კულტურის სამინისტრო გააკონტროლებს

04/02/2022 14:02:22 საზოგადოება

2022 წლის 1 თებერვალს ეროვნული მუზეუმის დებულებაში შეტანილი ცვლილებების შემდეგ, მკაცრდება მუზეუმებში მკვლევრების დაშვების წესი და ის სამინისტროს კონტროლის ქვეშ გადადის. სამინისტროს კონტროლს ექვემდებარება ასევე მუზეუმების და მუზეუმთა ჯგუფებისთვის გამოყოფილი თანხების განკარგვის ნებისმიერი საკითხიც.

დებულებაში შეტანილი ცვლილებების შემდეგ მასში გაჩნდა ასეთი ჩანაწერები:

  • მუზეუმთა გაერთიანებაში შემავალი ნებისმიერი მუზეუმის/მუზეუმთა ჯგუფის სამუზეუმო ფონდში, კვლევითი საქმიანობის მიზნებისთვის, დაინტერესებული პირის, მათ შორის მუზეუმთა გაერთიანებაში დასაქმებული თანამშრომლის, დაშვება შესაძლებელია მხოლოდ დირექტორატის გადაწყვეტილებით. დირექტორატის გადაწყვეტილების შესახებ უნდა ეცნობოს სამინისტროს.
  • [მუზეუმის დირექტორატი] იღებს გადაწყვეტილებას ეროვნული მუზეუმისა და მის მუზეუმთა გაერთიანებაში შემავალი მუზეუმების/მუზეუმთა ჯგუფების მიერ გრანტის გამცემისადმი (დონორისადმი) მიმართვის, გრანტის თანხის გამოთხოვის/ჩარიცხვის ან გრანტის განკარგვასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის შესახებ.

დებულებაში შეტანილ ცვლილებებს ნეგატიურად აფასებენ ხელოვნებათმცოდნეები და მიიჩნევენ, რომ ამის შემდეგ მათთვის კვლევის პროცესი გართულდება, სამინისტროსთვის არასასურველი მეცნიერებისთვის კი შეიძლება მუზეუმების კარი საერთოდ ჩაიკეტოს.

"ჩვენ საქმე გვაქვს აკადემიური სფეროს კონტროლთან და სამეცნიერო კვლევების ცენზურასთან, ანუ მინისტრმა ერთპიროვნულად უნდა გადაწყვიტოს, რომელი მკვლევრის დაშვება მოხდება კოლექციებთან სამეცნიერო კვლევებისთვის და ის მკვლევარები, რომელიც მას თვალში არ მოსდის, შექმნა ბერკეტი, რის მიხედვითაც ამის საშუალებას მკვლევარებს არ მისცემს", - აცხადებს ხელოვნების მუზეუმის ყოფილი მმართველი ეკა კიკნაძე.

იურისტი სულხან სალაძე ამბობს, რომ ახალი დებულებით კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა სამართლებრივი ბერკეტი შეიქმნა იმ ადამიანების გასაკონტროლებლად, რომლებიც ხელოვნების მუზეუმიდან გაათავისუფლეს:

"მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ რუსთაველის ფონდის მიერ გამოცხადებულ კონკურსებში ერთ-ერთი გამარჯვებული პროექტი ეკუთვნოდა იმ ადამიანებს, რომლებიც სრულად გაათავისუფლა ხელოვნების მუზეუმის მენეჯმენტმა მუზეუმიდან და ეს იძლეოდა საშუალებას მათ მნიშვნელოვანი კვლევითი საქმიანობა გაეგრძელებინათ ეროვნული მუზეუმის ფონდების კატალოგებში და სხვა დაცულ ექსპონატებში, ამის სანაცვლოდ წულუკიანმა შეიქმნა სამართლებრივი ბერკეტი. ის რომ ეს ამას უკავშირდება, კარგად ჩანს სხვა ცვლილებითაც, სადაც ის ამბობს, რომ მუზეუმი ვერ მიიღებს გრანტს, თუ ამაზე თანხმობა მიღებული არ აქვს დირექტორატს".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S