Accentnews.ge
ვლადიმირ პუტინი და სი ძინპინი ნატო–ს არგაფართოებისკენ მოუწოდებენ

ვლადიმირ პუტინი და სი ძინპინი ნატო–ს არგაფართოებისკენ მოუწოდებენ

04/02/2022 11:21:06 მსოფლიო

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი ნატო–ს არგაფართოებისკენ მოუწოდებენ. ამის შესახებ რუსეთისა და ჩინეთის ლიდერების ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც კრემლის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

"ჩინეთი და რუსეთი მიიჩნევენ, რომ გარკვეული სახელმწიფოები, სამხედრო და პოლიტიკური ალიანსები და კოალიციები ცდილობენ, პირდაპირ ან ირიბად, მიიღონ ცალმხრივი სამხედრო უპირატესობები სხვა ქვეყნების უსაფრთხოების საზიანოდ. ჩინეთი და რუსეთი ეწინააღმდეგებიან ნატო–ს შემდგომ გაფართოებას და მოუწოდებენ ალიანსს, უარი თქვას „ცივი ომის“ იდეოლოგიზებულ მიდგომებზე, პატივი სცეს სხვა ქვეყნების სუვერენიტეტს, უსაფრთხოებასა და ინტერესებს, მათი ცივილიზაციური, კულტურული და ისტორიული წარმომავლობის მრავალფეროვნებას და გამოიყენოს სამართლიანი და ობიექტური დამოკიდებულება სხვა სახელმწიფოების მშვიდობიანი განვითარების მიმართ", - აღნიშნულია განცხადებაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S