Accentnews.ge
ვიქტორია ნულანდი: "მოდით, არ დავიწყოთ ომი"

ვიქტორია ნულანდი: "მოდით, არ დავიწყოთ ომი"

04/02/2022 10:18:39 მსოფლიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ვიქტორია ნულანდმა რუსულ "ТАСС"-თან ინტერვიუში "ევროპაში დიდი ომის საფრთხის" შესახებ განაცხადა და რუსეთთან "უსაფრთხოების გარანტიების" თემაზე მოლაპარაკებებში აშშ-ის პოზიცია განმარტა.

როგორც ნულანდმა აღნიშნა, "დროა, ვაშინგტონი და მოსკოვი მოლაპარაკებათა მაგიდას დაუბრუნდნენ და დაიწყონ მუშაობა შეიარაღების კონტროლზე, სამხედრო რისკების შემცირებაზე, არსებული სისტემის XXI საუკუნის რეალობასთან მისადაგებაზე იმის ნაცვლად, რომ ის ფანჯარაში მოისროლონ და ევროპაში დიდი ომი მიიღონ".

რაც შეეხება რუსეთის შფოთვას იმასთან დაკავშირებით, რომ ნატო-ს გაფართოება ვითომდა არღვევს "უსაფრთხოების განუყოფელობის" პრინციპს, როგორც ნულანდმა აღნიშნა, უსაფრთხოების განუყოფელობას საფრთხეს სწორედ რუსეთი უქმნის, რომელიც "შეიჭრა საქართველოში, ჯარი ჰყავს მოლდოვაში ქვეყნის მთავრობის ნების საწინააღმდეგოდ, მოახდინა ყირიმის ანექსია და შეიჭრა დონბასში".

ნულანდმა მინსკის შეთანხმებების რეალიზების მხარდამჭერი განცხადებაც გააკეთა. მისი თქმით, "რუსეთმა უნდა შეწყვიტოს სეპარატისტების მხარდაჭერა და გაიყვანოს უკრაინიდან თავისი ძალები" (რომელთა არსებობას მოსკოვი უარყოფს - რედ.).

"რუსი ხალხი იმსახურებს უსაფრთხოებას, კეთილდღეობას, უკეთეს ჯანდაცვას და არაფერში სჭირდება დიდი ომი. არავის სჭირდება, განსაკუთრებით - თავად რუსებს, რომ ოჯახებში გარდაცვლილებს უგზავნიდნენ ტომრებით" - ინტერვიუს განმავლობაში ორგზის აღნიშნა მან.

ამასთან, ნულანდის თქმით, აშშ-ში თითქმის დარწმუნებულები არიან, რომ მედიაში ამასწინანდელი გაჟონვა (კონფიდენციალური დოკუმენტები გამოცემა El País-მა გამოაქვეყნა), რომლის შედეგად მსოფლიოსთვის ცნობილი გახდა აშშ-ისა და ნატო-ს მიერ რუსეთისთვის "უსაფრთხოების გარანტიების" მოთხოვნაზე გაცემული პასუხების დეტალები, სწორედ მოსკოვმა მოაწყო. "მონიშვნები დოკუმენტების ველებზე ზუსტად ემთხვევა ჩვენს მიერ რუსეთისთვის მიწოდებულს" - განმარტა მან.

ვაშინგტონში რუსეთის საელჩო ნულანდის ამ განცხადებას მყისიერად გამოეხმაურა და "კონსპიროლოგიური" უწოდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S