Accentnews.ge
ხელვაჩაურში, ყოფილი სამხედრო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე 29 ადამიანის ნეშტი აღმოაჩინეს

ხელვაჩაურში, ყოფილი სამხედრო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე 29 ადამიანის ნეშტი აღმოაჩინეს

04/02/2022 10:02:13 საზოგადოება

ხელვაჩაურში, ყოფილი სამხედრო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე 29 ადამიანის ნეშტი აღმოაჩინეს.

ისტორიკოსების თქმით, ნეშტები საბჭოთა პერიოდში, 1937-1938 წლებში რეპრესიების დროს დახვრეტილ ადამიანებს ეკუთვნით.

​ტერიტორიაზე სამუშაოები 2016 წლიდან, ბათუმის და ლაზეთის ეპარქიის ინიციატივით მიმდინარეობდა. ნეშტებთან ერთად სამარხში აღმოჩენილია მონეტები, რომელიც 1930-იანი წლებით თარიღდება.

გარდა ქართველი არქეოლოგებისა, პროცესში ჩართული არიან პოლონელი სპეციალისტებიც.

"სამარხში 29 ნეშტის ფრაგმენტებს ვხედავთ, ვხედავთ ნაიარევის კვალს, უმეტესად იარაღით მიყენებულს, თუმცა დეტალური ინფორმაციის თქმა, შესწავლის შემდეგ შეგვეძლება. შევეცდებით შევაფასოთ თითოეულის სავარაუდო ასაკი, სქესი და სიკვდილის შესაძლო მიზეზი", - აცხადებს არქეოლოგი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S