Accentnews.ge
აშშ-ის დაზვერვა: "რუსეთი უკრაინაში შეჭრის საბაბის ფაბრიკაციას გეგმავს"

აშშ-ის დაზვერვა: "რუსეთი უკრაინაში შეჭრის საბაბის ფაბრიკაციას გეგმავს"

04/02/2022 09:31:19 მსოფლიო

აშშ-ის დაზვერვის ცნობით, რუსეთმა მოამზადა ე.წ. ცრუ დროშის ოპერაცია, რომელიც ასახავს იმიტირებულ თავდასხმას აღმოსავლეთ უკრაინაში მცხოვრებ რუსულენოვან მოსახლეობაზე, რასაც, უწყების ცნობით, რუსეთი უკრაინაში შეჭრის საბაბად გამოიყენებს.

როგორც ამერიკელი მაღალჩინოსნები იუწყებიან, ყალბ კადრებში ნაჩვენები იქნება ცხედრები და განადგურებული ადგილები, ყალბი უკრაინული სამხედრო აღჭურვილობა, თურქული უპილოტო საფრენი აპარატები და რუსულენოვანი მგლოვიარე მსახიობები.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის ირგვლივ ვითარება უკიდურესად დაძაბულია. მისი საზღვრის სიახლოვეს რუსული ძალების თავმოყრა კვლავ გრძელდება. დასავლეთში შიშობენ, რომ რუსეთი უკრაინაზე მორიგი სამხედრო აგრესიისთვის ემზადება. კრემლი ბრალდებას უარყოფს და დესტაბილიზაციაში უკრაინის ხელისუფლებას და მის დასავლელ პარტნიორებს ადანაშაულებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S