Accentnews.ge
სურსათის სააგენტომ თბილისში ნახევარ ტონამდე გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი გამოავლინა

სურსათის სააგენტომ თბილისში ნახევარ ტონამდე გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი გამოავლინა

04/02/2022 06:44:27 საზოგადოება

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფებმა ლილოს დასახლებაში, იგორ ტყემელაძის 14ა ნომერში ხორცისა და ხორცპროდუქტების გადამამუშავებელი კუსტარულად მოწყობილი საწარმო გამოავლინეს.

სეს–ის ცნობით, საწარმო სურსათის ეროვნული სააგენტოს გვერდის ავლით საქმიანობდა.

„საწარმოში გამოვლინდა გაურკვეველი წარმომავლობის ნახევარ ტონამდე ხორცი, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევა, კრიტიკული და არაკრიტიკული შეუსაბამობები, ეტიკეტირების წესის დარღვევა, ბიზნესოპერატორი ფუნქციონირებდა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშეც.

სახეობრივი კვლევის მიზნით (ცხენისა და ვირის იდენტიფიკაცია), აღებულია ნიმუშები, რომლებიც ლაბორატორიული კვლევისთვის გაიგზავნება აკრედიტებულ ლაბორატორიაში (სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია)“, – აცხადებენ უწყებაში.

ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი, დალუქული ხორცი განადგურდება სურსათის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობით, კანონმდებლობის შესაბამისად.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S