
პოლონეთის პრეზიდენტის მოულოდნელი ვიზიტი საქართველოში: რაზე ისაუბრეს მხარეებმა
03/02/2022 20:17:04 პოლიტიკა
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პოლონეთის პრეზიდენტ ანდჟეი დუდას შეხვდა, რომელიც საქარველოში ტრანზიტული, ხანმოკლე ვიზიტით იმყოფებოდა.
ერთობლივ ბრიფინგზე გაჟღერებული ინფორმაციის მიხედვით, პოლონეთის პრეზიდენტის მოულოდნელი და ხანმოკლე ვიზიტი უკრაინის საკითს შეეხებოდა. დახურულ შეხვედრაზე საუბარი სავარაუდოდ, ასევე შეეხო რეგიონში დაანონსებულ ახალ ალიანსს პოლონეთის, უკრაინის და ბრიტანეთის ჩართულობით, თუმცა ბრიფინგზე ამის შესახებ არაფერი თქმულა.
ერთობლივ ბრიფინგზე პრეზიდენტმა ერთმანეთს კეთილგანწყობა დაუდასტურეს.
საკუთარ გამოსვლაში საქართველოს პრეზიდენტმა უკრაინის უსაფრთხოების ირგვლივ შექმნილ კრიზისულ ვითარებაზე გაამახვილა ყურადღება, უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადა, ხოლო კრემლის მოქმედებებს "პროვოკაციულ პოლიტიკაზე გადასვლა" უწოდა.
მისივე თქმით, ამჟამინდელი მოვლენები ეხება ევროპის უსაფრთხოებას, შესაბამისად – საქართველოს.
„მნიშვნელოვანია, რომ მოგვეცა შესაძლებლობა, გავცვალოთ ინფორმაციები იმ ძალიან რთული ვითარების შესახებ, რაც დღეს არის უკრაინის მდგომარეობა, უკრანის მიმართ რუსეთის მხრიდან გამოხატული აგრესია. ის აგრესიული მქედებები, მუქარა, კიბერშეტევებ, თუ უკრაინის საზღვარზე სამხედრო ძალების გაზრდა, სამხედრო ძალების გააქტიურება შავ ზღვაზე, არის ნიშნები, რომ რუსეთის დღევანდელი პოლიტიკა არის გადასვლა პროვოკაციაზე, რაზედაც ევროპა, დასავლეთი პასუხობს მლაპარაკებებით, მცდელობებით, რომ დარეგულირდეს მდგომარეობა და დეესკალაციისკენ წავიდეს ეს დაძაბული ვითარება. მაგრამ დეესკალაციისთვის, როგორც მშვიდობიანი მოლაპარაკებებისთვის საჭიროა, რომ ორივე მხარემ დათმოს. ამ დაძაბულ ვითარებაში მინდა, საქართველოს სახელით მეგობარ უკრაინის მიმართ გამოვხატო სოლიდარობა, და და არა მხოლოდ უკრაინის მიმართ, რადგან ის საფრთეები, რომელიც არსებობს მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას ემუქრება. და თუ ვლაპარაკობთ ევროპის უსაფრთხოებაზე, ეს ასევეა ჩვენი უსაფრთხოებაა.
ჩვენი სოლიდარობა მხოლოდ სიტყვიერი არ არის. ეს არის სოლიდარობა ქვეყნიდან, რომელმაც განიცადა და დღმდე განიცდის ოკუპაციას. ამიტომ ჩვენ კარგად გვესმის, თუ რას გრძნობს დღეს უკრაინელი ხალხი და ამას ჩვენ მთლიანად ვიზიარებთ. ასევე ვიცით, რაოდენ დიდია პოლონეთის მხარდაჭერა უკრაინისადმი, ის დიდი ხანია და ყოველთვის უჭერს მხარს უკრაინას და ჩვენ – საქართველოს ვროატლანტიკურ გზაზე. ამისთვის მინდა, მადლოერება გამოვხატო“.
ზურაბიშვილმა მადლიერება გამოხატა დასავლელი ლიდერების მიმართ, რომ „არ ივიწყებენ რთული მოლაპარაკბების დროს საქართველოს და ახსენებენ მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“.
მისი თქმით, საქართველო ყველა მშვიდობიან მოლაპარაკებას უჭერს მხარს და მცდელობას, გამოვიდეთ ამ რთული ვითარებიდან, რადგან „აგრესიას მომავალი, შედეგი არ გააჩნია“.
ამასთან, როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, "ეს სამხედრო ქმედებები, ეს ძალის გამოყენება ეკუთვნის წარსულს. ანაქრონისტულია დღევანდელ დღეს, რამეთუ ჩვენ სხვა გზა არა გვაქვს დღევანდელ დღეს, ამ გლობალური გამოწვევების წინაშე, თუ არა მოვნახოთ მშვიდობიანი გზები და ვისაც იმპერიული ზრახვები აწუხებს, არ ესმის, როგორია 21–ე საუკუნის მსოფლიო“.
პრეზიდენტმა იმედი და რწმენა გამოხატა, რომ უკრაინის სუვერენიტეტი სრულად დაცული იქნება, ხოლო მოლაპარაკებები – ეფექტური:
„დარწმუნებული ვარ, საქართველოს არა მხოლოდ სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა იქნება დაცული ამ მოლაპარაკებებში, ჩვენი ინტერესებიც ასევე იქნება ამ მოლაპარაკებებში სრულია დაცული და ამისთვის მინდა, ჩვენს პარტნორებს მადლობა მოვახსენო“.
პოლონეთის პრეზიდენტის გამოსვლიდან ცნობილი გახდა, რომ მისი მიზანი საქართველოს ხელისუფლების ინფორმირება იყო მიმდინარე კონსულტაციების თაობაზე, რომელშიც თავად პოლონეთიცაა ჩართული და ინფორმაციის მიღება საქართველოს ხელისუფლებისგან, ახსენა რუსეთის თავდასხმის კუთხით საქართველოს ტრაგიკული გამოცდილება, დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ერთგულება:
„რა თქმა უნდა, ეს არ არის მხოლოდ ევროპის საქმე, ეს არის მთელი მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანი საკითხი. მე მქონდა შეხვედრები სხვადასხვა პრეზიდენტებთან, ასევე ჩინეთის პრეზიდენტთან, გაეროს წარმომადგენლებთან, საფრანგეთის პრეზიდენტთან და მინდა აღვნიშნო, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი ერთობლივი ქმედება. ასევე მინდა, აღვნიშნო, რომ ორშაბათს დაგეგმილია შეხვედრა და კონსულტაციები ამ საკითხთან დაკავშირებით".
როგორც დუდა აცხადებს, მნიშვნელოვანია, საქართველოს პრეზიდენტი გაეცნოს პოლონეთის ხედვას ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. ასევე აღნიშნა, რომ კონსულტაციები ჰქონდა აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან.
მან გაიხსენა რუსული აგრესია საქართველოს მისამართით:
"თქვენ ერთი მხრივ ხართ უკრაინის აღმოსავლეთი მხარე დ ჩვენ ძალიან ახლოს ვართ უკრაინასთან. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის თუ რა ხორციელდება უკრაინის ტერიტორიაზე. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ განხორციელდება კონსულტაციები მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით. მე ასევე მაკავშირებს განსაკუთრებული გრძნობა და მეგობრული ურთიერთობა თქვენთან, რადგან საქართველო ზუსტად არის ის ქვეყანა, სადაც 2008 წელს ჩამოვიდა ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი. ეს ჩვენთვის ძალინ მნიშვნელოვანი იყო, რადგან ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს
საქართველოს ჰქონდა ტრაგიკული გამოცდილება რუსეთთან დაკავშირებით, რაც ასევე ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ქალბატონმა პრეზიდენტმა თავისი მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან მკაფიოდ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ჩვენ ერთობლივი კონსულტაციები გვქონდეს და მეტი ძალისხმევა გამოვიჩინოთ ამ კუთხით, ვინაიდან ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა უკრაინის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით“.
მისი თქმით, მომავალ კვირაშიც არის დაგეგმილი ვიზიტები როგორც ბრიუსელში, ასევე ბერლინში:
"მნიშვნელოვანი იყო კონსულტაცია საქართველოს პრეზიდენტთან, და ასევე მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ამისთვის და იმედი მაქვს, რომ ახლო მომავალში ახალ ინფორმაციას მოგაწვდით“.
პოლონეთის პრეზიდენტი თბილისიდან პეკინში გაემგზავრა.