Accentnews.ge
რუსეთის ხელისუფლებამ გერმანულ მედიაკორპორაციას ქვეყანაში საქმიანობა აუკრძალა

რუსეთის ხელისუფლებამ გერმანულ მედიაკორპორაციას ქვეყანაში საქმიანობა აუკრძალა

03/02/2022 15:36:12 მსოფლიო

რუსეთის ხელისუფლებამ ქვეყანაში მაუწყებლობა აუკრძალა გერმანულ მედიაკორპორაციას, „დოიჩე ველეს“ (DW), მის კორესპონდენტებს ჩამოართვა აკრედიტაცია და დახურა ბიურო მოსკოვში.

ეს ნაბიჯი კრემლმა გადადგა გერმანიაში რუსეთის სახელმწიფო ტელეარხის, RT-ის მაუწყებლობის აკრძალვის საპასუხოდ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტეს, რომ „დოიჩე ველეს“ მიმართ მიღებულ ზომა გერმანიაში RT-ის მაუწყებლობის აკრძალვაზე პასუხის „პირველი ეტაპია“.

გერმანიის მედიის მარეგულირებელმა სამსახურმა 1 თებერვალს აუკრძალა მაუწყებლობა RT -ის, რომელსაც გერმანიაში საქმიანობის ლიცენზია არ გააჩნდა. გერმანიის კანონმდებლობით, ამ ქვეყნის ტერიტორიაზე ეკრძალება მაუწყებლობა უცხო სახელმწიფოს მედიასაშუალებებს.

რუსეთის არხისთვის საქმიანობის აკრძალვის თემა განიხილეს რუსეთის და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრების – სერგეი ლავროვის და ანალენა ბერბოკის შეხვედრაზე.

ბერბოკის განმარტებით, გერმანიის ხელისუფლებას არ აქვს კავშირი მარეგულირებლის მიერ ასეთი გადაწყვეტილების მიღებასთან, ხოლო მაუწყებლობის აკრძალვა კანონით არის განსაზღვრული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S