Accentnews.ge
ნორვეგიამ რუსული თვითმფრინავის შესაკავებლად პირველად გამოიყენა უახლესი გამანადგურებლები F-35

ნორვეგიამ რუსული თვითმფრინავის შესაკავებლად პირველად გამოიყენა უახლესი გამანადგურებლები F-35

03/02/2022 14:05:51 მსოფლიო

ნორვეგიის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ნატო-ს მისია Quick Response Alert-ის ფარგლებში რუსული საჰაერო ხომალდის შესაკავებლად პირველად გამოიყენეს უახლესი გამანადგურებლები F-35.

როგორც ქვეყნის თავდაცვის უწყება Twitter-ში იუწყება, გამანადგურებლები ავიაბაზა ევენესიდან შორი რადიოლოკაციური მართვის რუსული თვითმფრინავის - А-50-ის (ნატო-ს კლასიფიკაციით - Mainstay) შესაკავებლად აფრინდნენ.

"ეს იმის დემონსტრირებაა, რომ F-35 გამართულად მუშაობს თავის ახალ როლში", – განაცხადა ნორვეგიის სამხედრო-საჰაერო ძალების ხელმძღვანელმა როლფ ფოლანდმა.

აღსანიშნავია, რომ ნორვეგიამ ევროპის ქვეყნებს შორის ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო მე-5 თაობის უახლესი ამერიკული გამანადგურებლების - F-35-ის შეძენა. სახელმწიფომ უკვე მიიღო 18 თვითმფრინავი, 2025 წლამდე კი, კონტრაქტის თანახმად, მათი რაოდენობა 30-მდე გაიზრდება.

ცნობისთვის: რუსული თვითმფრინავი А-50 მიაცილებდა Ту-95 და Ту-142 ტიპის ოთხ ბომბდამშენს, რომელთაც ბრიტანული გამანადგურებლები Typhoon დახვდნენ და რუსული ხომალდები ბრიტანეთის ინტერესთა ზონიდან განდევნეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S