Accentnews.ge
ბაიდენმა "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერის ლიკვიდაციის შესახებ განაცხადა

ბაიდენმა "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერის ლიკვიდაციის შესახებ განაცხადა

03/02/2022 13:39:19 მსოფლიო

ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერი აბუ იბრაჰიმ ალ-ჰაშემი ალ-ქურაში გასული ღამით სირიაში ამერიკულ სპეცრაზმთან შეტაკებისას იქნა ლიკვიდირებული, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა.

"ღამით ჩემი ბრძანებით აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა სირიის ჩდილო-დასავლეთში კონტრტერორისტული ოპერაცია ჩაატარეს, რათა დავიცვათ ამერიკელი ხალხი და ჩვენი მოკავშირეები და მსოფლიო უფრო უსაფრთხო გავხადოთ", — ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში.

მასში ასევე აღნიშნულია, რომ ოპერაციის ყველა მონაწილე ამერიკელი უკვე შინ დაბრუნდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S