უკრაინაში თურქული უპილოტო საფრენი აპარატების მწარმოებელი ქარხანა აშენდება
03/02/2022 12:19:50 მსოფლიო
უკრაინაში თურქული უპილოტო საფრენი აპარატების "Bayraktar"-ების მწარმოებელი ქარხანა აშენდება. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ალექსი რეზნიკოვმა განაცხადა.
"დღეს უკრაინა და თურქეთი ხელს მოაწერენ ჩარჩო შეთანხმებას, რომელიც, მათ შორის ითვალისწინებს უკრაინაში "Bayraktar"–ის ქარხნის მშენებლობას. ამავე საწარმოს ბაზაზე შეიქმნება სასწავლო ცენტრი, რომელშიც უკრაინელი სამხედროები აპარატის მართვას შეისწავლიან",- განაცხადა როზოვსკიმ.
უკრაინის თავდაცვის მინისტრის ცნობით, საფრენი აპარატები უკრაინაში წარმოებული ძრავებით იქნება აღჭურვილი.
ცნობისთვის: თურქეთმა უკრაინას "Bayraktar TB2"–ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების რამდენიმე პარტია მიჰყიდა. ისტორიაში პირველად, 2021 წლის ოქტომბერში უკრაინულმა ძალებმა პრორუსი სეპარატისტების წინააღმდეგ თურქული წარმოების უპილოტო საფრენი აპარატები გამოიყენეს, რამაც რუსეთის გაღიზიანება გამოიწვია.
იხილეთ ასევე: უკრაინა თურქეთს თავდაცვითი საშუალებების საგანგებო მიწოდებას სთხოვს


