Accentnews.ge
ბრიტანული "Typhoon"–ები აედევნენ რუსულ ბომბდამშენებს, რომლებიც გაერთიანებული სამეფოს საჰაერო სივრცეს უახლოვდებოდნენ

ბრიტანული "Typhoon"–ები აედევნენ რუსულ ბომბდამშენებს, რომლებიც გაერთიანებული სამეფოს საჰაერო სივრცეს უახლოვდებოდნენ

03/02/2022 10:46:55 მსოფლიო

ბრიტანული "Typhoon"– ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავები აედევნენ რუსულ ბომბდამშენ თვითმფრინავებს, რომლებიც გაერთიანებული სამეფოს საჰაერო სივრცეს უახლოვდებოდნენ.

როგორც ქვეყნის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, შოტლანდიაში მდებარე "სამეფო საჰაერო ძალების" ბაზიდან აფრენილმა ბრიტანულმა მოიერიშეებმა რუსული "Tu-95 Bear H" ტიპის ორი და "Tu-142 Bear F" ტიპის ორი თვითმფრინავის ესკორტირება განახორციელეს.

უწყების ცნობით, რუსულ ბომბდამშენებს დიდი ბრიტანეთის სუვერენული საჰაერო სივრცე არ დაურღვევიათ.

ინციდენტი უკრაინის საკითხის ირგვლივ რუსეთსა და დასავლეთს შორის მწვავე დაძაბულობის ფონზე მოხდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S