Accentnews.ge
გამყრელიძემ პანდემიის შეჩერების მთავარი ბერკეტი დაასახელა

გამყრელიძემ პანდემიის შეჩერების მთავარი ბერკეტი დაასახელა

03/02/2022 09:59:38 საზოგადოება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, იმუნიზაციის გეგმით განსაზღვრულია, რომ მოსახლეობის 70% მიმდინარე წლის ივლისამდე უნდა აიცრას, თუ გვინდა, რომ პანდემია შევაჩეროთ.

როგორც მან იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, საბჭომ დღეს იმუნიზაციის 2022 წლის გეგმა განიხილა. საუბარია საკომუნიკაციო კამპანიის გაძლიერებაზე, იმუნიზაციის წახალისების პროგრამაზე. ასევე, გეგმის ფარგლებში, აქცენტი გაკეთდება „ბუსტერ“ დოზით აცრაზე:

„ამ გეგმით განსაზღვრულია, რომ მოსახლეობის 70% უნდა აიცრას ივლისამდე, ანუ წლის პირველ 6 თვეში, თუ გვინდა, რომ პანდემია შევაჩეროთ, შევაკავოთ და პანდემიიდან შედარებით ნაკლები დაზიანებით გამოვიდეთ, იმიტომ, რომ როგორც საერთაშორისო საზოგადოება, ისე ყველა ექსპერტი თანხმდება, რომ პანდემიის დასრულების მთავარი გზა საყოველთაო იმუნიზაციაზე გადის.

შემოთავაზებულია რამდენიმე რეკომენდაცია, რომელიც ეხება საკომუნიკაციო კამპანიების გაძლიერებას, ისევ და ისევ მონეტარული წახალისების გაგრძელებას და გაძლიერებას, მეტი ინფორმაციის მიტანას მოსახლეობისადმი და რაც მთავარია, აქცენტის გაკეთებას „ბუსტერიზაციაზე“, რამეთუ „ომიკრონის“ შეკავების ყველაზე ძლიერი ფაქტორი დღეს მესამე აცრა გახლავთ, „ომიკრონს“ ახასიათებს შედარებით მაღალი რეინფიცირების მაჩვენებელი. მრავალი კვლევით დადგენილია, რომ ინფიცირებისგან ​დაცვა 80%-ზე მაღალია და ასევე, რა თქმა უნდა, დაცვა მაღალია ჰოსპიტალიზაციისგან და სიკვდილიანობისგან, თუ ადამიანს გაკეთებული აქვს „ბუსტერ“ დოზა. აქიდან გამომდინარე, გეგმაში ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია მეტი აქცენტი „ბუსტერზე“.

ბოლო ორი კვირაა, ქვეყანაში ეპიდვითარება მკვეთრად გაუარესდა. აღნიშნულს ეპიდემიოლოგები კორონავირუსის უფრო გადამდებ შტამს – „ომიკრონს“ უკავშირებენ. თავდაქცვით ეფექტურ საშუალებებად სახელდება „ბუსტერიზაცია“ და პირბადის აქტიური გამოყენება.

საკოორდინაციო საბჭომ "მწმავე პასპორტების" ანულირების გადაწყვეტილება მიიღო.

სპეციალისტების ვარაუდით, ინფიცირების მაჩვენებელი პიკს თებერვლის შუა რიცხვებისთვის მიაღწევს და შემდეგ იწყებს კლებას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S