Accentnews.ge
უკრაინაში მყოფი კანადელი სამხედროები დნეპრის მარჯვენა ნაპირზე გადაიყვანეს

უკრაინაში მყოფი კანადელი სამხედროები დნეპრის მარჯვენა ნაპირზე გადაიყვანეს

03/02/2022 09:18:54 მსოფლიო

კანადელი სამხედროები, რომლებიც უკრაინაში საწვრთნელი ოპერაცია UNIFIER-ის ფარგლებში იმყოფებიან, მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირზე გადაიყვანეს. ამის შესახებ CBC News-ს უკრაინაში UNIFIER-ის სარდალმა ლიუკ-ფრედერიკ გილბერტმა აცნობა.

მისივე თქმით, უკვე გადადისლოცირდა 200 ინსტრუქტორიდან დაახლოებით 30%, სნაიპერი-ინსტრუქტორების ჩათვლით.

"უკრაინაში რუსეთის შეჭრის საფრთხის გამო 60 სამხედრო ხუთი ლოკაციიდან სხვა ბაზებზე გადაიყვანეს. გადადისლოცირებული ინსტრუქტორები უკრაინელი მებრძოლების წვრთნას ახალ ლოკაციებზე გააგრძელებენ" - დასძინა გილბერტმა.

თავის მხრივ კანადის თავდაცვის მინისტრმა ანიტა ანადმა განმარტა, რომ დისლოკაციის ადგილი კანადური შენაერთების უსაფრთხოების მიზნით იცვლება.

ცნობისთვის: UNIFIER-ის მისიის ფარგლებში კანადელი ინსტრუქტორები ქვეყნის შეიარაღებული ძალებისა და ეროვნული გვარდიის მებრძოლებს წვრთნიან. მისია 2022 წლის მარტში უნდა დასრულებულიყო, თუმცა 3 თვით გაახანგრძლივეს. ამასთან, კანადა უკრაინაში დამატებით 60 სამხედროს აგზავნის.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S