ათასობით გაუქმებული ფრენა, დახურული სკოლები: აშშ–ს ზამთრის შტორმი უტევს
03/02/2022 08:43:47 მსოფლიო
შეერთებული შტატების ცენტრალურ ნაწილს ზამთრის ძლიერი შტოტმი დაატყდა თავს, რასაც მოჰყვა უხვი ნალექი, ძლიერი ქარი,– იუწყება Reuters.
აშშ–ის მეტეოროლოგიური სამსახური გამოვიდა შტორმის ფართო ტერიტორიაზე გავრცელების გაფრთხილებით ტეხასიდან კოლორადომდე.

სინოპტიკოსების პროგნოზით, ზოგიერთ რეგიონებში შესაძლოა, უხვ ნალექთან ერთად ქარის სიქარემ საათში 64 კმ.–ს მიაღრიოს, ხოლო ჰაერის ტემპერატურა 15–25 გრადუსით დაიკლებს.

უამინდობის გამო 2400 ავიარეისი გადაიდო, მრავალ სკოლაში კი სასწავლო პროცესი შეწყდა.
შეგახსენებთ, რომ მანამდე შეერთებული შტატების აღმოსავლეთ სანაპიროს ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი ქარბუქი დაატყდა თავს.



