Accentnews.ge
თეთრი სახლი უკრაინაში რუსეთის შეჭრას გარდაუვალს აღარ უწოდებს

თეთრი სახლი უკრაინაში რუსეთის შეჭრას გარდაუვალს აღარ უწოდებს

03/02/2022 06:22:00 ევროპა, მსოფლიო

თეთრი სახლი რუსეთის უკრაინაში პოტენციური შეჭრის საკითხთან დაკავშირებით სიტყვა „გარდაუვალს“ აღარ გამოიყენებს. პრესმდივან ჯენ ფსაკის განმარტებით, აღნიშნული სიტყვა როგორც მან, ასევე სხვა მაღალჩინოსნებმა რამდენჯერმე ახსენეს, რამაც არასწორი შთაბეჭდილება დატოვა.

„ვფიქრობ, ამან გაგზავნა მესიჯი, რომლის გაგზავნის განზრახვაც არ გვქონია, თითქოს ჩვენ ვიცოდით, რომ პრეზიდენტმა პუტინმა გადაწყვეტილება მიიღო”, – განაცხადა ფსაკიმ და განმარტა, რომ ყოველთვის, როდესაც ის აღნიშნულ სიტყვას იყენებდა, გულისხმობდა, რომ პრეზიდენტ პუტინს ნებისმიერ მომენტში შეეძლო შეჭრა.

„ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით, რომ მან გადაწყვეტილება მიიღო”, – განაცხადა ფსაკიმ.

სიტყვა „გარდაუვალის“ გამოყენების შეწყვეტაზე გადაწყვეტილება ვაშინგტონში მას შემდეგ მიიღეს, რაც უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, ნუ დათესავენ პანიკას უკრაინელ მოქალაქეებში, რადგან ეს ზიანს მიაყენებდა ქვეყნის ეკონომიკასაც.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S