„საერთაშორისო სავალუტო ფონდი მზადაა, დაეხმაროს ქვეყნებს, რომლებიც რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გვერდითი ეფექტების შედეგად შესაძლოა, დაზარალდნენ“
02/02/2022 20:32:53 მსოფლიო, ეკონომიკა
საერთაშორისო სავალუტო ფონდი მზად არის, დაეხმაროს ქვეყნებს, რომლებიც რუსეთ-უკრაინის კონფლიქტისა და დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გვერდითი ეფექტების შედეგად შესაძლოა, დაზარალდნენ,– ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელმა კრისტალინა გეორგიევამ განაცხადა.
მისი თქმით, სანქციები გარდაუვალად შეაფერხებენ ზოგიერთ ფინანსურ ტრანზაქციებსა და ფინანსური სისტემების ფუნქციონირებას, განსაკუთრებით კი, თუ სანქციები შეუზღუდავს რუსეთს სვიფტის ფინანსური ტრანზაქციების ქსელზე წვდომას.
„ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს დაახლოებით 700 მილიარდი დოლარის ოდენობით კრედიტის შესაძლებლობა“, – განაცხადა გეორგიევამ და თქვა ისიც, რომ ფონდს უკრაინისთვის დაახლოებით 2.2 მილიარდი დოლარის ოდენობით თანხა გააჩნია გაფართოებული საკრედიტო პროგრამის ფარგლებში.


