თეთრი სახლის პრეს–სპიკერმა პუტინი მელას შეადარა
02/02/2022 16:30:26 მსოფლიო
თეთრი სახლის პრეს–სპიკერმა კრემლის ლიდერი შეადარა საქათმის თავზე მყოფ მელას, რომელიც ყვირის, რომ ქათმების ეშინია.
როგორც ჯენ ფსაკი აღნიშნავს, პუტინი საფრთხეზე საუბრობს იმ მოცემულობაში, როდესაც თავად ჰყავს ათასობით ჯარისკაცი უკრაინის უკრაინის საზღვრებთან მობილიზებული.
„მელა როდესაც საქათმის სახურავიდან ყვირის, რომ ქათმების ეშინია, რასაც ახლა არსებითად ისინი აკეთებენ, ეს შიში ფაქტების კონსტატაციად ვერ ჩაითვლება. როგორც ხედავთ, პრეზიდენტი პუტინი ყვირის უკრაინის და უკრაინელების საფრთხეზე. ჩვენ ვიცით, ვინ არის მელა ამ საქმეში. ჩვენ ვნახეთ ჯარების მობილიზაცია საზღვრებთან“, – აღნიშნა ჯენ ფსაკმა და დასძინა, რომ მნიშვნელოვანია, დიპლომატიისთვის კარი ღია დარჩეს.
საპასუხოდ კრემლის პრეს–სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ „რუსეთს ტრადიციულად დათვს ადარებდნენ და სურვილის მიუხედავად, საქათმის სახურავზე ვერ აძვრება, რადგან ამისთვის საკმაოდ დიდი და მძიმეა“.


