Accentnews.ge
საქართველოში კოვიდ–ინფიცირების მორიგი პიკია

საქართველოში კოვიდ–ინფიცირების მორიგი პიკია

02/02/2022 06:40:13 საზოგადოება

გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების მორიგი ანტირეკორდული მაჩვენებელი – 26 320 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 44 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 9 555 პირი.

ბოლო გასულ დღე–ამეში ჩატარდა 84 658 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 59 912, PCR ტესტით - 31 746.

დადებითობის მაჩვენებელია: დღიური - 31,09%, ბოლო 14 დღის - 23,4%, ბოლო 7 დღის - 26,38%.

სულ აცრილია 2 730 067 ადამიანი, დღიურად აცრილია - 6 714.

იხილეთ ასევე: თბილისი და ექვსი რეგიონი, სადაც კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო ორი კვირაა, ქვეყანაში ეპიდვითარება მკვეთრად გაუარესდა. აღნიშნულს ეპიდემიოლოგები კორონავირუსის უფრო გადამდებ შტამს – „ომიკრონს“ უკავშირებენ. თავდაქცვით ეფექტურ საშუალებებად სახელდება „ბუსტერიზაცია“ და პირბადის აქტიური გამოყენება.

საკოორდინაციო საბჭომ "მწმავე პასპორტების" ანულირების გადაწყვეტილება მიიღო.

სპეციალისტების ვარაუდით, ინფიცირების მაჩვენებელი პიკს თებერვლის შუა რიცხვებისთვის მიაღწევს და შემდეგ იწყებს კლებას.

იხილეთ ასევე: ჯანმო – ქვეყნებს: "კორონავირუსთან გამარჯვება ნაადრევია, დაიცავით მოქალაქეები ყველა ხერხით"

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S