Accentnews.ge
პენტაგონმა ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე სამხედრო ძალის განთავსების საკითხზე მოლაპარაკებების წარმოება დაადასტურა

პენტაგონმა ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე სამხედრო ძალის განთავსების საკითხზე მოლაპარაკებების წარმოება დაადასტურა

01/02/2022 20:07:04 მსოფლიო

პენტაგონმა დაადასტურა, რომ აშშ-ის მიერ უკრაინის საზღვრებთან რუსული ძალის განგრძობადი მობილიზებით შეშფოთებული მოკავშირეების დამშვიდების მცდელობების პარალელურად, აღმოსავლეთევროპელ პარტნიორებთან ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე ალიანსის სამხედრო ძალების განთავსების საკითხზე აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს.

Reuters-ის ცნობით, პენტაგონში განაცხადეს, რომ აღმოსავლეთ ევროპაში ახალი ძალების გადასროლის ნებისმიერი გადაწყვეტილება მიღებული იქნება ცალკე იმ 8500 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურისგან, რომლებიც გასულ კვირას ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალების გასაძლიერებლად საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანეს.

პენტაგონის წარმომადგენელმა ჯონ კიბრიმ განაცხადა, რომ ძალები, რომლებზეც აშშ-ის პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა გასული კვირის ბოლოს ისაუბრა, პოტენციურად შეიძლება, ევროპის შიგნით იქნენ გადადისლოცირებულები.

"ყველაზე რეალურ მოკავშირეებთან სკურპულოზურ სამუშაოს ვაწარმოებთ მთავარსარდლისთვის სამოქმედო ვარიანტების წარსადგენად, თუკი ის ამას გადაწყვეტს", - დასძინა კირბიმ.

გასულ კვირას ამერიკულმა სამხედერო უწყებამ ქვეყნის შიგნით ცალკე 8500 სამხედრო მოსამსახურე მოიყვანა საბრძოლო მზადყოფნაში, რათა მზად იყვნენ ევროპაში გადასასროლად, უმთავრესად - საჭიროების შემთხვევაში ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალების კონტინგენტის შესავსებად.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S