Accentnews.ge
ნატო-ს წევრი ქვეყნები აღმოსავლეთ ევროპაში მოკავშირეებს ათასობით სახმედროს, საბრძოლო თვითმფრინავებსა  და ხომალდებს უგზავნიან

ნატო-ს წევრი ქვეყნები აღმოსავლეთ ევროპაში მოკავშირეებს ათასობით სახმედროს, საბრძოლო თვითმფრინავებსა  და ხომალდებს უგზავნიან

01/02/2022 20:00:03 მსოფლიო

უკრაინის საზღვრებთან რუსული ძალის განგრძობადი მობილიზების ფონზე ნატო-ს წევრი ქვეყნები აღმოსავლეთ ევროპაში მოკავშირეებს ათასობით სახმედროს, საბრძოლო თვითმფრინავებსა და ხომალდებს უგზავნიან.

გასულ კვირას ლიტვაში ოთხი დანიური გამანადგირებელი F-16 დაეშვა, რათა ბალტიისპირეთის ქვეყნებში ნატო-ს პატრულირების მისია გააძლიეროს.

2014 წელს ყირიმის ძალისმიერი ანექსიის შემდეგ ნატო-მ ესტონეთში, ლატვიაში, ლიტვასა და პოლონეთში "გაძლიერებული მოწინავე ბაზირების" ფარგლებში 4-დან 5 ათასამდე სამხედრო განათავსა.

გადასროლისთვის მზადაა 8500 ამერიკელი სამხედროც.

«აღმოსავლეთ ევროპასა და ნატო-ს ქვეყნებში მებრძოლებს უახლოეს ხანებში გავგზავნი», – განაცხადა გასული კვირის ბოლოს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა.

ათობით ათასი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე უკვე დისლოცირებულია ევროპაში, უმთავრესად გერმანიასა და ბრიტანეთში. ერთ-ერთი სცენარის მიხედვით, მათი ნაწილი თანდათანობით ნატო-ს აღმოსავლეთ მოკავშირებთან შეიძლება, გადაიყვანონ.

საფრანგეთმა გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ რუმინეთში ასობით სამხედროს განთავსებას გეგმავს.

ელიან, რომ ბრიტანეთი მიმდინარე კვირას ნატოელ მოკავშირეებს დამატებითი ძალების განთავსებასა და ამჟამინდელი - 1150-კაციანი კონტინგენტის გაორმაგებას შესთავაზებს.

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა განაცხადა, რომ ეს სიგნალად უნდა იქცეს მოსკოვისთვის.

«ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, მივახვედროთ პრეზიდენტი პუტინი, რომ სწორედ ის, რისიც მას ეშინია, კერძოდ ნატო-ს მეტი ძალა რუსეთის საზღვრების სიახლოვეს, იქცევა უკრაინის მსგავს სუვერენულ ქვეყნებში შეჭრის შედეგად», – განუცხადა ჟურნალისტებს უოლესმა.

ამასთან, ნატო არ გეგმავს უკრაინაში საბრძოლო ქვედანაყოფების გაშლას, - აცხადებენ ბრიტანელი სამხედრო სპეციალისტები. მათი განმარტებით, ნატო-ს ის ძალები, რომლებიც ამჟამად რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნებში იმყოფებიან, იქ რეალურად, მზადყოფნის უზრუნველსაყოფად არიან, ასრულებენ რა თავდაცვით-შეკავებითი პოტენციალის ფუნქციას და არა კონფლიქტზე ან პირდაპირ საბრძოლო მოქმედებებზე გათვლით.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S