Accentnews.ge
"ომიკრონის" ლაბორატორიულად დადგენილი შემთხვევებიდან ლეტალურად 3 დასრულდა

"ომიკრონის" ლაბორატორიულად დადგენილი შემთხვევებიდან ლეტალურად 3 დასრულდა

01/02/2022 11:31:39 საზოგადოება

საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტით ინფიცირების 1754 შემთხვევა, თუმცა, რეალურად, ყოველდღიურად აღრიცხული დადებითი შემთხვევების 90-95% „ომიკრონია“. ამის შესახებ დღეს, 1 თებერვალს, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ.

მისი ინფორმაციით, მათგან, ვისაც „ომიკრონი“ ლაბორატორიულად დაუდასტურდა, ანუ 1754 ადამიანიდან, გარდაიცვალა 3:

„მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ იანვრის განმავლობაში, ან დეკემბრის მეორე ნახევარში ომიკრონისგან გარდაიცვალა მხოლოდ სამი ადამიანი. რადგან დღეს ძირითადი შტამი, რომელიც ცირკულირებს ქვეყანაში, 90-95%-ში ომიკრონია, რა თქმა უნდა, გართულებაც და შესაბამისად, ლეტალობაც მაღალია ომიკრონზე, მაგრამ დაახლოებით სამჯერ, ოთხჯერ ნაკლებია, ვიდრე ეს იყო დელტასთან მიმართებაში“.

აღნიშნულ თემაზე ისაუბრა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემაც.

მისი თქმით, მიმდინარეობს რკვევა, გარდავალების მიზეზი იყო კორონავირუსი, თუ მხოლოდ ან დაერთო მიმდინარე სხვა დაავადებას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S