Accentnews.ge
ვინ უგზავნის/არ უგზავნის უკრაინას ლეტალურ იარაღს

ვინ უგზავნის/არ უგზავნის უკრაინას ლეტალურ იარაღს

01/02/2022 11:00:02 მსოფლიო

უკრაინის ირგვლივ ვითარება უკიდურესად დაძაბულია. მისი საზღვრის სიახლოვეს რუსული ძალების თავმოყრა კვლავ გრძელდება, რის გამოც კიევმა დასავლეთს სამხედრო დახმარების თხოვნით მიმართა.

მორიგი რუსული აგრესიის საფრთხის წინაშე მყოფ უკრაინას ევროპული ქვეყნების ნაწილი ლეტალური იარაღით დახმარებას დაჰპირდა. რიგმა სახელმწიფოებმა შესაბამისი ტვირთი უკრაინაში უკვე გაგზავნეს. თუმცა ზოგიერთმა ევროპულმა ქვეყანამ, მაგალითად, გერმანიამ არათუ უარი განაცხადა უკრაინისთვის ლეტალური იარაღის მიწოდებაზე, არამედ კიევისთვის დახმარების მსურველ სხვა ქვეყანასაც (ესტონეთს) ბლოკავს.

ვინ უგზავნის უკრაინას სამხედრო დახმარებას

ამ დროისთვის არსებული ოფიციალური ინფორმაციით, კიევისთვის ლეტალური იარაღის მიწოდების მზაობა შემდეგმა ქვეყნებმა გამოთქვეს:

აშშ

პენტაგონის განცხადებით, მხოლოდ 2021 წელს შეერთებულმა შტატებმა უკრაინას დაახლოებით, 450 მლნ დოლარის ოდენობის სამხედროს დახმარება გაუწია, თქვა პენტაგონმა, მათ შორის მცირე ზომის იარაღისა და საბრძოლო მასალის პაკეტის მიწოდებით 2021 წლის დეკემბერში.

უკრაინის თავდაცვის მინისტრ ოლექსი რეზნიკოვის თქმით, 2022 წლის 31 იანვარს უკრაინაში აშშ–დან "84 ტონა სხვადასხვა კალიბრის საბრძოლო მასალა ჩაიტანეს".

"უახლოეს დღეებში ველოდებით თავდაცვის შეიარაღების მორიგ ტვირთს აშშ-დან", - წერს რეზნიკოვი სოციალურ ქსელში.

გაერთიანებული სამეფო

მიმდინარე წლის იანვარში ბრიტანეთმა უკრაინას გაუგზავნა მცირე რადიუსის ტანკსაწინააღმდეგო 2000 რაკეტა და ბრიტანელი სპეციალისტები წვრთნების ჩასატარებლად. გარდა ამისა, მან კიევს Saxon–ის ტიპის ჯავშანტექნიკა მიაწოდა.

თურქეთი

თურქეთმა უკრაინას მიჰყიდა "Bayraktar TB2"–ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების რამდენიმე პარტია, რომლებიც კიევმა ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონში სეპარატისტების წინააღმდეგ გამოიყენა.

პოლონეთი

ქვეყნის მთავრობის განცხადებით, მზად არიან კიევს ლეტალური იარაღი მიაწოდონ.

ჩეხეთი

ჩეხეთმა იანვრის ბოლოს განაცხადა, რომ უკრაინისთვის152 მმ-იანი საარტილერიო საბრძოლო მასალის მიწოდებას გეგმავს.

ლიეტუვა

ლიეტუვა უკრაინას "Stinger"–ის ტიპის რაკეტების მიწოდებას დაჰპირდა.

ლატვია

ლატვია კიევს "Stinger"–ის ტიპის რაკეტებს მიაწოდებს.

ესტონეთი

ესტონეთი უკრაინაში "ჯაველინის" ტიპის ჯავშანსაწინააღმდეგო რაკეტებს აგზავნის.

რაც შეეხება სხვა პიტის ლეტალურ იარაღს, The Wall Street Journal–ის ცნობით, ბერლინი ესტონეთს ბლოკავს, გაუგზავნოს უკაინას გერმანული წარმოების იარაღი.

„ვიმედოვნებთ, ჩვენ მივიღებთ თანხმობას გერმანიისგან“, – განუცხადა გამოცემას ესტონეთის თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა კრისტო ენ ვაგამ.

ვინ აცხადებს უარს უკრაინისთვის ლეტალური იარაღის მიწოდებაზე

ამ დროისთვის არსებული ოფიციალური ინფორმაციით, კიევუს შესაბამის თხოვნაზე უარი გერმანიამ და კანადამ განაცხადეს.

გერმანია

კანცლერ ოლაფ შოლცის თქმით, გერმანია უკრაინას ლეტალურ იარაღს არ მიაწოდებს. როგორც გერმანიის მთავრობაში აცხადებენ, ისინი ეწინააღმდეგებიან უკრაინაში იარაღის გაგზავნას, რადგან შიშობენ, რომ იარაღის მიწოდება დაძაბულობას გაზრდის და მოლაპარაკებებს გაართულებს.

შოლცმა აღნიშნა, რომ 6 მლნ დოლარის ღირებულების სამხედრო ჰოსპიტალის თანადამფინანსებელი იქნება. ამასთან, უკრაინას სტავაზობს დაჭრილი სამხედროების გერმანიაში მკურნალობას და კიევს 5000 ჩაფხუტს გაუგზავნის.

კანადა

კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო აცხადებს, რომ უკრაინას ლეტალურ იარაღს არ გაუგზავნის. მისი თქმით, ოტავა კიევს არალეტალურ სამხედრო დახმარებას გაუწევს.

"გავუგზავნით ჯანშანჟილეტებს, ბინოკლებს და მსგავს ნივთებს", – განაცხადა ტრუდომ.

შეგახსენებთ, რომ დასავლეთში შიშობენ, რომ რუსეთი უკრაინაზე მორიგი სამხედრო აგრესიისთვის ემზადება. კრემლი ბრალდებას უარყოფს და დესტაბილიზაციაში უკრაინის ხელისუფლებას და მის დასავლელ პარტნიორებს ადანაშაულებს.

ამავე თემაზე: „ბერლინის კედლის აშენებას დაიწყებენ“ – უკრაინის თავდაცვის მინისტრი გერმანიას აფრთხილებს.

„ჩვენს დროში არ ეწერება!“ – გერმანია რუსეთის მიმართ პოლიტიკის გამო მოკავშირეებმა მკვეთრად გააკრიტიკეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S