Accentnews.ge
პირველი ოქტომბრიდან შვეიცარია საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანს

პირველი ოქტომბრიდან შვეიცარია საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანს

28/08/2019 13:52:21 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა

პირველი ოქტომბრიდან შვეიცარია საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანს. ამის შესახებ შვეიცარიის ფედერალური საბჭოს ვებ–გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

შვეიცარიის ფედერალური საბჭოს განცხადებით, 2017 წლის შემოდგომიდან შვეიცარიასა და ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების რიცხვი გაიზარდა, რაც შენგენის ზონაში საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას უკავშირდება. ფედერალური საბჭო აღნიშნავს, რომ საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად აღიარება არის მკაფიო სიგნალი, რომ შვეიცარია იყენებს ყველა აუცილებელ ზომას თავშესაფრის მაძიებელთა დაუსაბუთებელი აპლიკაციების რაოდენობის შესამცირებლად.


ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S