
საბერძნეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
28/08/2019 13:17:07 სხვა, მსოფლიო
საბერძნეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. სეისმოლოგიური სამსახურის ცნობით, ბიძგების სიმძლავრემ 5,3 მაგნიტუდა შეადგინა. ეპიცენტრი კუნძულ როდოსზე დაფიქსირდა.
ნგრევის ან მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერ–ჯერობით არ ვრცელდება. სეისმოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მიწისძვრის დროს საკურორტო კუნძულზე სავარაუდოდ, 300 000 ადამიანი იმყოფებოდა.