Accentnews.ge
„მწვანე პასპორტი“ სავალდებულო აღარ იქნება

„მწვანე პასპორტი“ სავალდებულო აღარ იქნება

01/02/2022 09:29:57 საზოგადოება

„მწვანე პასპორტის“ მოთხოვნის ვალდებულება უქმდება, - აღნიშნული გადაწყვეტილება, მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.

გადაწყვეტილება განიმარტა „ომიკრონის“ გავრცელების სწრაფი ტემპითა და ვირუსის სუსტი მიმდინარეობით, ასევე მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით.

საბჭოს სხდომა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა. თავად რარიბაშვილი "ომიკრონის" შტამით აის ინფიცირებული.

ოფიციალური რელიზის მიხედვით, საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომ აღრიცხვიანობის ყველა სისტემა კვლავ მოქმედი რჩება და ის პირები, რომლებსაც „მწვანე პასპორტი“ საზღვარგარეთ გასამგზავრებლად ესაჭიროებათ, კვლავინდებურად შეძლებენ ამ მექანიზმით სარგებლობას. ამასთან, ინფიცირების მზარდი რაოდენობის მიუხედავად, ვითარება სრულად მართვადია, ჰოსპიტალურ სექტორზე ზეწოლა მნიშვნელოვნად არ იზრდება, პაციენტების დიდი უმრავლესობა მკურნალობს ბინაზე და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს ახორციელებენ ოჯახის ექიმები, რომელთა რაოდენობა ბოლო დღეებში კიდევ უფრო გაიზარდა:

საბჭოს სხდომაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ვაქცინაციის მნიშვნელობას ვირუსით ინფიცირების შემთხვევაში შესაძლო გართულებების თავიდან ასაცილებლად. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ე.წ რისკჯგუფების ვაქცინაცია, რათა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ დამძიმდეს. რისკჯგუფებში ვაქცინაციის წახალისების მიზნით, როგორც ცნობილია, თებერვლის განმავლობაშიც გრძელდება კამპანია და 50 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეები ვაქცინის პირველი დოზით აცრის შემთხვევაში 200 ლარს მიიღებენ, ხოლო ე.წ ბუსტერ დოზით აცრის შემთხვევაში, ამავე ასაკობრივი ჯგუფის პირებს 100 ლარი ჩაერიცხებათ".

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს, ატარონ პირბადე, დაიცვან სოციალური დისტანცია და თავი აარიდონ ხალხმრავალ შეკრებებს, ხოლო ვირუსის სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, დარჩნენ სახლში.

შეგახსენებთ, რომ 1 თებერვალს საქართველოში კოვიდ–ინფიცირების დღიური ნამატის მორიგი სარეკორდო მაჩვენებელი დაფიქსირდა. კერძოდ, გასული 24 საათის განმავლობაში კოვიდ ინფექცია დაუდასტურდა 24 201ადამიანს, გარდაიცვალა კიდევ 36 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 10 732 პირი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S