Accentnews.ge
აშშ უკრაინაში ელჩის პოზიციაზე თბილისის მიერ სავარაუდოდ, „დაწუნებულ“ კანდიდატს განიხილავს

აშშ უკრაინაში ელჩის პოზიციაზე თბილისის მიერ სავარაუდოდ, „დაწუნებულ“ კანდიდატს განიხილავს

01/02/2022 08:08:04 მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინაში ელჩის თანამდებობაზე შეარჩია ბრიჯიტ ბრინკის კანდიდატურა, თუმცა, ოფიციალურად მის დასახელებამდე აშშ ელოდება უკრაინის მთავრობის თანხმობას,– ამის შესახებ ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით CNN და Bloomberg იუწყებიან .

პრეზიდენტ ზელენსკისთან დაახლოებულმა წყარომ CNN-ს უთხრა, რომ უკრაინის მთავრობა ბრინკის კანდიდატურის სტანდარტულ შემოწმებას ახროციელებს და ამ პროცესში არანაირი შეფერხება არ ყოფილა, რადგან კიევს ბრინკის კანდიდატურა დაახლოებით ერთი კვირის წინ შესთავაზეს.

ბრიჯიტ ბრინკი ამჟამად შეერთებული შტატების ელჩია სლოვაკეთში.

ცნობისთვის: ამერიკული ავტორიტეტული გამოცემა „ფორინ პოლისი“ 2018 წელს წერდა, რომ საქართველოს მთავრობამ დაბლოკა აშშ-ის ახალ ელჩად ბრიჯიტ ბრინკის დანიშვნას, რადგან მას ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ კეთილგანწყობილად მიიჩნევდა.

ინფორმაციას საქართველოს მთავრობაში „არასერიოზული“ უწოდეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S