Accentnews.ge
რუსეთმა აშშ-ს პასუხის პასუხი გაუგზავნა

რუსეთმა აშშ-ს პასუხის პასუხი გაუგზავნა

01/02/2022 05:57:00 მსოფლიო

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში დაადასტურეს, რომ რუსეთისგან მიიღეს წერილობითი პასუხი წინადადებებზე, რომლებიც ვაშინგტონმა მოსკოვს 26 იანვარს გაუგზავნა უკრაინის უსაფრთხოების ირგვლივ კრემლის მიერ შექმნილი კრიზისის ფონზე მოთხოვნილი „უსაფრთხოების გარანტიების“ თაობაზე.

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა გამოცემა „ვაშინგტონ პოსტ“-ს უთხრა, რომ ამერიკული მხარის მიერ რუსეთის პასუხის საჯაროდ განხილვა არაპროდუქტიული იქნებოდა და თავად რუსეთმა გადაწყვიტოს, სურს თუ არა ეს.

ამასთან, გამოცემის წყარომ უარი თქვა, ესაუბრა მოსკოვის წინადადებების დეტალებზე და განაცხადა, რომ აშშ ისევ ემხრობა პრობლემური საკითხების დიალოგის გზით გადაწყვეტას და მჭიდრო კონსულტაციებს გააგრძელებს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, მათ შორის უკრაინასთან.

რუსეთმა აშშ-ს წერილობითი პასუხი გაუგზავნა 31 იანვარს, საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვსა და სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს შორის 1 თებერვალს დაგეგმილ სატელეფონო საუბრამდე ერთი დღით ადრე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S