Accentnews.ge
„თალიბანმა“ 100–ზე მეტი ყოფილი მაღალჩინოსანი სიკვდილით დასაჯა

„თალიბანმა“ 100–ზე მეტი ყოფილი მაღალჩინოსანი სიკვდილით დასაჯა

31/01/2022 08:56:16 მსოფლიო

„თალიბანმა“ 100–ზე მეტი ყოფილი მაღალჩინოსანი სიკვდილით დასაჯა,– ამის შესახებ გაერო–ს გენერალური მდივნის ანტონიუ გუტერეშის მოხსენებაშია საუბარი, რომელიც მან უშიშროების საბჭოს გააცნო.

ანგარიშის მიხედვით, „თალიბანის მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ, სიკვდილით დასაჯეს ადამიანები, რომლებიც საერთაშორისო სამხედრო კონტიგენტთან თანამშრომლობდნენ და ძალოვან სტრუქტურებში მაღალ პოზიციებს იკავებდნენ:

„თალიბანის“ მიერ გამოცხადებული საყოველთაო ამნისტიის მიუხედავად, გაერომ 100–ზე მეტი მსგავსი მკვლელობის შესახებ მიიღო სათანადო ინფორმაცია“.

დოკუმენტში კონკრეტული ფაქტები აღწერილი არ არის.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S