„ჩვენ არავინ გვემუქრება!“ – რუსეთში უკრაინასთან ომის მოწინააღმდეგეები ხელმოწერებს აგროვებენ
31/01/2022 08:08:31 მსოფლიო
უკრაინის უსაფრთხოების ირგვლი კრემლის მიერ შექმნილი კრიზისის ფონზე, თავი მოუყარა რა დიდძალ სამხედრო ძალას ქვეყნის საზღვრებთან, რუსეთში უკრაინასთან ომის მოწინააღმდეგეებმა ხელმოწერების შეგროვება დაიწყო.
„ეხო მოსკვიმ“ გამოაქვეყნა „მშვიდობის მომხრეთა განცხადება რუსეთის ხელმძღვანელობაში ომის პარტიის წინააღმდეგ“.
ხელმოწერებს „ინტელიგენციის კონგრესი“ აგროვებს.
როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, რუსეთის მოქალაქეები ფაქტობრივად, ხდებიან „კრიმინალური ავტორიტარიზმის“ მძევლები და მათ არავინ ეკითხება, უნდათ თუ არა ომი, მზად არიან თუ არა ატარონ ომის ტვირთი და მისცეს თუ არა ხელისუფლებას მათი ბედით თამაშის უფლება:
„ჩვენი პოზიცია მარტივია - რუსეთს არ სჭირდება ომი უკრაინასთან და დასავლეთთან. ჩვენ არავინ გვემუქრება, თავს არავინ გვესხმის. პოლიტიკა, რომელიც ასეთი ომის იდეას ეფუძნება, ამორალური, უპასუხისმგებლო და დანაშაულებრივია და ვერ იწარმოებს რუსეთის ხალხთა სახელით. ასეთ ომს ვერ ექნება ვერც ლეგიტიმაცია და ვერც ზნეობრივი მიზნები. ქვეყნის დიპლომატიას შეუძლებელია ჰქონდეს რაიმე სხვა პოზიცია, გარდა ასეთი ომის მიუღებლობის. ომი არა მხოლოდ არ შეესაბამება რუსეთის ინტერესებს, არამედ საფრთხეს უქმნის თავად მის არსებობას“.


