Accentnews.ge
რუსეთი ხორბლის საექსპორტო გადასახადს ამცირებს

რუსეთი ხორბლის საექსპორტო გადასახადს ამცირებს

31/01/2022 07:41:14 მსოფლიო, ეკონომიკა

რუსეთი 2 თებერვლიდან ხორბლის საექსპორტო გადასახადს 2.5 დოლარით ამცირებს. შესაბამისად, ერთ ტონაზე ხორბლის საექსპორტო გადასახადი $95.8-ის ნაცვლად 93.9 დოლარი იქნება,- იუწყება რუსული მედია ქვეყნის სოფლის მეურნეობის სამინისტროზე დაყრდნობით.

ხორბალთან ერთად საექსპორტო გადასახადი ქერზე - 74.6 დოლარიდან 74.4 დოლარი, ხოლო სიმინდზე 50.6 დოლარიდან 49.2 დოლარამდე მცირდება. აღნიშნული გადასახადი 8 თებერვლამდე იმოქმედებს.

საექსპორტო გადასახადი მარცვლეულის საინდიკაციო ფასებით არის განპირობებული, რომელიც 1 ტონა ხორბალზე - 334.2 დოლარს (1 კვირით ადრე 336.9 დოლარი), ქერზე - 291.7 დოლარს (1 კვირით ადრე 291.3 დოლარი), სიმინდზე კი 255.3 დოლარს (1 კვირით ადრე 257.4 დოლარი) შეადგენს.

ცნობისთვის: მარცვლეული კულტურების ექსპორტზე რუსეთმა მცურავი ბაჟი გასული წლის 2 ივნისიდან აამოქმედა, რაც ყოველკვირეულად მოსკოვის ბირჟაზე მარცვლეულზე დაწესებული ღირებულების საფუძველზე განისაზღვრება.

რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგნოზით, 2021-2022 წლის სოფლის მეურნეობის წლისთვის მარცვლეულის ექსპორტი 45-48 მლნ ტონას შეადგენს. გასულ წელს ეს მაჩვენებელი 49 მლნ ტონა იყო, საიდანაც 38.4 მლნ ტონა ხორბალი იყო.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსთვის, როგორც ხორბლის, ასევე ფქვილის მთავარი საიმპორტო ბაზარი რუსეთია. გასული წლის განმავლობაში საქართველოდან 366 766 ტონა ხორბლის იმპორტისთვის 93.4 მლნ დოლარი გავიდა, აქედან 337 694 ტონა რუსულ ხორბალზე მოდის (87.4 მლნ დოლარი).

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S