
თბილისი და ოთხი რეგიონი, სადაც კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა
31/01/2022 06:47:39 საზოგადოება
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 13 150 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი დედაქალაქსა და ოთხ რეგიონზე მოდის.
- თბილისში გამოვლენილია 7 078 შემთხვევა,
- აჭარა – 1 734,
- იმერეთი – 1 740,
- ქვემო ქართლი – 661,
- შიდა ქართლი – 554,
- გურია – 119,
- სამეგრელო – ზემო სვანეთი – 640,
- კახეთი – 206,
- მცხეთა-მთიანეთი – 136,
- სამცხე-ჯავახეთი – 268,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 14.
ამ ეტაპზე ქვეყანაში კოვიდ–ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 151 139 საიდანაც:
- 5 433 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 289, აჭარაში – 757, იმერეთში – 1 124.
- ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 034 პირი, მათ შორის, თბილისში – 400, აჭარაში – 138, იმერეთში – 321. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 268 პირი, მათგან თბილისში – 149, აჭარაში – 46, იმერეთში – 24.2 000 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 136 – თბილისში, 604 – აჭარაში.
- 143 706 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
- საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 38 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 37, ხოლო აჭარაში – ერთი.
- სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან – მ/წ 30 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 25 299 პირი.