Accentnews.ge
ტყიბულის მაღაროში დაშავებულთაგან რვა თბილისში გადმოიყვანეს

ტყიბულის მაღაროში დაშავებულთაგან რვა თბილისში გადმოიყვანეს

31/01/2022 06:03:03 საზოგადოება

ტყიბულის შახტში მომხდარი შემთხვევის შედეგად დაშავებული რვა პირი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა თბილისში, ხეჩინაშვილის კლინიკაში გადმოიყვანეს.

ერთ-ერთი პირის მდგომარეობა მძიმეა. ის რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს. ექიმის ინფორმაციით, მას სხეულის ზედა ნაწილისა და სასუნთქი გზების დამწვრობა აღენიშნება.

სხეულის დამწვრობა აღენიშნება კიდევ ოთხ პაციენტს. მათ კლინიკაში დამატებითი კვლევები უტარდებათ.

"კლინიკაში არის 8 პაციენტი. მათგან ერთი, სხეულის 60%-იანი თერმული დამწვრობით მოთავსებულია რეანიმაციაში, 3 პაციენტი ემერჯენსის განყოფილებაშია, მიმდინარეობს დამატებითი კვლევები. 4 ადამიანი მოთავსებულია დამწვრობის განყოფილებაში.

რეანიმაციაში მოთავსებულ პაციენტს აღენიშნება ზედა კიდურების, სახის, სხეულის ტორსის დამწვრობა. მისი მდგომარეობა სერიოზულად მძიმეა. დაწყებულია ანტიშოკური მკურნალობა". - თქვა კლინიკის წარმომადგენელმა.

აფეთქება ტყიბულის მინდელის მაღაროში 30 იანვარს, გვიან ღამით მოხდა.

დაშავდა 9 ადამიანი, მათგან ერთ-ერთი მათგანი მალევე გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტყიბულის შახტაში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S