
ქუთაისში საზოგადო მოღვაწეთა საფლავები გაქურდეს
30/01/2022 18:04:44 საზოგადოება
ქუთაისში საფიჩხიის სასაფლაოზე ქურდობა მოხდა. საზოგადო მოღვაწეების საფლავებიდან გაუჩინარდა ბრინჯაოს ათამდე ბიუსტი და ნატურალური ზომის ქანდაკება.
დანაშაული ჭირისუფლებმა და სასაფლაოზე დასაქმებულებმა 30 იანვარს აღმოაჩინეს.
ეს ქუთაისში საფლავების გაქურდვის პირველი შემთხვევა არაა. სხვადასხვა სასაფლაოზე არაერთხელ მოიპარეს ბრინჯაოს ბიუსტები, ქვაზე გაკეთებული წარწერები, თუჯის მოაჯირები, ჭიშკრები.
ქუთაისის 10–მდე მუნიციპალურ სასაფლაოს ადმინისტრირებას უწევს შპს „ქართული ტრადიციები“.
მათი განცხადებით, საფიჩხიის სასაფლაოს, ცენტრალური შესასვლელის გარდა, აქვს მოსახლეობის მიერ თვითნებურად გაკეთებული შესასვლელი და მათი კონტროლი განსაკუთრებით ღამით შეუძლებელია.
„მოქალაქეებს თავად უნდა ქონდეთ მორალური განცდა, რომ ამ სახის ქურდობა არ ჩაიდინონ“.