Accentnews.ge
ფხენიანმა 2017 წლის შემდეგ ყველაზე დიდი რადიუსის ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა

ფხენიანმა 2017 წლის შემდეგ ყველაზე დიდი რადიუსის ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა

30/01/2022 09:00:21 მსოფლიო

ჩრდილოეთ კორეამ საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა. ეს არის ყველაზე დიდი რაკეტა, რომელიც ფხენიანს 2017 წლის შემდეგ არ გაუშვია.

ბალისტიკური რაკეტა ჩრდილოეთ კორეის აღმოსავლეთ სანაპიროდან იაპონიის ზღვის მიმართულებით ისროლეს. იაპონიის და სამხრეთ კორეის მთავრობების ინფორმაციით, რაკეტა 2 000 კილომეტრის სიმაღლეზე ავიდა და 30 წუთის განმავლობაში 800 კილომეტრზე იფრინა.

მედია წერს, რომ „ჰვასონ 12“-ის რაკეტის მაქსიმალურმა სიჩქარემ ბგერის სიჩქარეს 16-ჯერ გადააჭარბა.

იანვარში 7 რაკეტის გაშვების შემდეგ, ცრდილოეთ კორეამ "ცდების თვე" დაასრულა.

გაერო ჩრდილოეთ კორეას ბალისტიკური და ბირთვული იარაღის გამოცდას უკრძალავს, ამის გამო ქვეყანას მკაცრი სანქციებიც დაუწესდა. თუმცა, დიქტატორი კიმ ჩენ ინი აკრძალვას ეწინააღმდეგება. მისი განცხადებით, ქვეყნის დაცვის გაძლიერებას გააგრძელებს.

კიმ ჩენ ინმა 2018 წელს ბალისტიკური და ბირთვული რაკეტების გამოცდაზე მორატორიუმი გამოაცხადა, 2019 წელს კი თქვა, რომ ამის ვალდებულება არ აქვს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S